воскресенье, 8 мая 2016 г.



პროექტის პორტფოლიო



პროექტებით სწავლება  საშუალებას მომცემს  სასწავლო პროცესი დავუკავშირო ცხოვრებისეულ  სიტუაციებს, ის გაზრდის სასწავლო პროცესში  მოსწავლეთა  ჩართულობას, განუვითარებს მათ მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, დაეხმარება  ეროვნული სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში .
       ტრენინგმა მასწავლა ის, თუ როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტი, როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს, რათა ავამაღლო მათი მოტივაცია. რაც მთავარია შევისწავლე შეფასების ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებ ზოგადად სწავლების პროცესში.














суббота, 7 мая 2016 г.

ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალებზე, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს ინფორმაციაზე ფოკუსირებას. სწორად შერჩეული ტექნოლოგიები და ფასილიტაციის ნიმუში დაეხმარება მოსწავლეს ადვილად გაართვას თავი დავალებებს, არ დაკარგოს მოტივაცია.

вторник, 26 апреля 2016 г.

გავეცანით შეფასების რუბრიკებსა და კრიტერიუმებს. განვიხილეთ თუ რომელი სახის შეფასებები გამოვიყენოთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებისას. აღნიშნული რუბრიკებისა და სტრატეგიების გამოყენება საშუალებას მომცემს ობიექტურად შევაფასო მოსწავლეთა ის უნარ- ჩვევები , რომლთა განვითარებასაც ისახავდა მიზნად აღნიშნული პროექტის .

суббота, 23 апреля 2016 г.

განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშები, რომელიც დამეხმარება ფოკუსირება მოვახდინო მნიშვნელოვან საკითხებზე, მოვარგო ტექნოლოგია ნაშრომს და შევარჩიო ისეთი სქემები , პარადიგმები და ა.შ რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.

вторник, 19 апреля 2016 г.

შეფასების დროში გაწერილი გეგმა საშუალებას მაძლევს სწორად განვსაზღვრო პროექტის მსვლელობა, დაგვანახა ვაღწევ თუ არა დასახულ მიზანს, საჭიროებს თუ არა პროექტი ჩასწორებას.უკუკავშირიოს მეთოდების გაცნობამ სხვისი თვალით დამანახა პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შეფასების დროში გაწერილი გეგმა საშუალებას მომცემს სწორხასოვნად განვსაზღვრო, თვალნათლივ დავინახო, ვაღწევ  თუ არა დასახულ მიზანს და საჭიროებს თუ არა ის კორექტირებას.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

   პროექტით სწავლება საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლების ჩართულობა. ის არის მრავალმხრივი და მოიცავს საგანთა შორის კავშირს. შეუზღუდავია დროში, ორიენტირებულია პრობლემებზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, სცილდება სკოლის ფარგლებს. მოსწავლეები ინტერესდებიან და აქტიურად ერთვებიან ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და პრეზენტაციის მომზადების პროცესში, რისთვისაც იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ეს ყველაფერი კი წინაპირობაა იმისა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები: ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
         პროექტის დახმარებით მოსწავლეებს უმუშავდებათ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები და ისინი მოტივირებული არიან ისწავლონ ცოდნის გამოყენება და არა დაგროვება.