პროექტით სწავლება საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლების ჩართულობა. ის არის მრავალმხრივი და მოიცავს საგანთა შორის კავშირს. შეუზღუდავია დროში, ორიენტირებულია პრობლემებზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, სცილდება სკოლის ფარგლებს. მოსწავლეები ინტერესდებიან და აქტიურად ერთვებიან ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და პრეზენტაციის მომზადების პროცესში, რისთვისაც იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ეს ყველაფერი კი წინაპირობაა იმისა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები: ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
პროექტის დახმარებით მოსწავლეებს უმუშავდებათ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები და ისინი მოტივირებული არიან ისწავლონ ცოდნის გამოყენება და არა დაგროვება.
პროექტის დახმარებით მოსწავლეებს უმუშავდებათ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები და ისინი მოტივირებული არიან ისწავლონ ცოდნის გამოყენება და არა დაგროვება.
Комментариев нет:
Отправить комментарий